მულტიმედია პლათფორმის “მრავალფეროვანი სახეების პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში. პრეზენტაციაზე დოკუმენტური ვიდეოები “ჰურიე”, “პოლონელი მღვდელი სამცხედან” , ”ნიგერიელი გოგო თბილისში” და “ბიბლია ჟესტების ენაზე” აჩვენეს.
ვიდეო პორტრეტები რელიგიური მრავალფეროვნების მქონე გმირებზე მოგვითხრობენ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში რელიგიური კონფესიებიდან გამომდინარე პრობლემებს აწყდებიან და დისკრიმინაციული ნიშნით დაყოფაზე საუბრობენ. ღონისძიება ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
სინქრ.