სასტუმროები ბულვარში - ბიზნესი საზოგადოებრივ სივრცეში

20 მარტი 2018, 00:00 4065 ნახვა

ბათუმის ბულვარში, რუსთაველის ქუჩაზე არა ერთი, არამედ სამი სასტუმრო აშენდება. როგორც გავარკვიეთ, “ალიანს პრივილიჯის” გარდა იქ მინიმუმ 100 ნომრიან ორ სასტუმროს “ორბი ჯგუფი” ააშენებს.

სამივე შემთხვევაში კომპანიებს ვალდებულებებით აქვთ მიწა ნაყიდი, სამივე შემთხვევაში პროექტები დაახლოებით 2022 წლისთვის უნდა დასრულდეს. დღეს გახდა ცნობილი რომ “ალიანს ფრივილიჯიმ” მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ოფიციალურად დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი ნებართვა მიიღო მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე.

ამ მშენებლობას ქალაქის იერ-სახის დამცველები აპროტესტებენ. პროექტი ოფიციალურად ჯერ არაა შეთანხმებული, თუმცა სოციალურ მედიაშია გავრცელებული ფოტოები, სადაც კომპანია ირწმუნება, რომ სასტუმრო და აპარტამენტები 54 სართულზე განთავსდება. “ალიანსში” კომენტარს არ აკეთებენ. მერია კი პროექტს ელოდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი