აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება--ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადაა. აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილები ლევან იზორიამ დაათავლიერა. იგი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო. გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ქობულეთსა და ადლიაში იმყოფებოდა.