არტგენი 2018 მახუნცეთში ჩატარდება

16 მარტი 2018, 00:00 3451 ნახვა

ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი ქედაში გაიხსნება. პირველი დღის ღონისძიებები 22 ივნისს მახუნცეთში ჩატარდება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით მოეწყობა კონცერტები.

ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს კი ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში გაიმართება.

არტ-გენი ტრადიციულად თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში კონცერტით დაიხურება. ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ფესტივალი ქედაში უკვე მეორედ ტარდება.  

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში