ბარცხანის დასახლებასთან ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის პროექტში მერია ცვლილებებს შეიტანს. ლაშა კომახიძის თქმით, კორექტირება ძირითადად ნაგებობის არქიტექტურულ ნაწილს და დიზაინს შეეხება.
თამარ მეფის ქუჩაზე ხიდების მშენებლობისთვის თვითმმართველობამ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ერთ შემთხვევაში არ შედგა, მეორედ კი ერთადერთმა პრეტენდეტმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.
პროექტის ღირებულება 186 ათას 100 ლარი იყო. როდის გამოცხადდება მორიგი ტენდერი, ჯერ უცნობია.