საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მთავარი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან, გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით ორგანიზებულ კონფერენციაში, ასევე ესტუმრება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსაც, სადაც საჯარო ლექციას წაიკითხავს.
ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.