შეხვედრა აჩიკო ბერიძესთან

11 მარტი 2018, 00:00 4553 ნახვა

“სტუმრად ვახტანგ ღლონტთან”- სალონური საღამოს სტუმარი ამჯერად მუსიკოსი აჩიკო ბერიძე იყო. როგორ დაიწყო   მომღერლის კარიერა, რა აღმოჩნდა წარმატების სტიმული და რა გეგმები აქვს ქალაქური სიმღერების პოპულარულ შემსრულებელს - სალონურ შეხვედრაზე ძირითადად ამ თემებზე ისაუბრეს. აჟღერდა სიმღერებიც. ბათუმელი მომღერალი აჩიკო ბერიძე ანსამბლ “ალილოს” წევრია, მის სახელს უკავშირდება ბათუმში “გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერის ფესტივალის” დაარსება.

ის ბავშვობიდან მღერის, იყო სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული. სიმღერის პარალელურად, პროფესიით იურისტი აჩიკო ბერიძე საჯარო და კერძო სექტორში მუშაობდა. სალონური საღამოების სერია, რომლის ავტორიც პოეტი ვახტანგ ღლონტია ხელოვნების ცენტრში მესამე წელია იმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში