აჭარა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

10 მარტი 2018, 00:00 2938 ნახვა

აჭარა - ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. „აი თი ბი ბერლინ“- საქმიანი ტურიზმის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი გამოფენაა მსოფლიოში. წელს ტურისტული პოტენციალი  180 ქვეყანამ  წარადგინა, მათ შორის საქართველომ.   

სპეციალურად  ამ ღონისძიებისთვის  ბერლინში  100 000-ზე მეტი ვიზიტორი  ჩავიდა.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მონაწილეობს. „აი თი ბი ბერლინი“- გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გახსნა.

ამავე კატეგორიაში