ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ ახალშობილის გვამი დღეს დილით გამორიყა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით ჩვილი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ ახალშობილს ყელზე რაღაც აქვს შემოხვეული.
გამოძახება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 11 საათსა და 56 წუთზეა დაფიქსირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით აღიძრა , რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.