ნათია კუპრაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე გახდა

07 მარტი 2018, 00:00 2498 ნახვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი გახდა. ორგანიზაცია ''ჟურნალისტიკის რესურსცენტრის'' თავმჯდომარის განცხადებით, ამ ფორმატში მოქალაქეების ინფორმირებულობაზე იმუშავებენ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცნობიერების ამაღლებას. ნათია კუპრაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესზე სწორი მოლოდინები შეიქმნას, რაც ევროსკეპტიკურ შეხედულებებსა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მითებს გააქარწყლებს.

საინფორმაციო კამპანიასთან ერთად სტრატეგია საგარეო კუთხით თანამშრომლობასაც გულისხმობს. სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმის თავმჯდომარე ორგანიზაცია ''ევროპის ფონდი'' იყო. ''ჟურნალისტიკის რესურსცენტრი'' აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ პლატფორმას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი