საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელია, ევროპული უსაფრთხოება საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე.
შეხვედრისას განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების საკითხები და ნატო - საქართველოს წვრთნებში შვედეთის მონაწილეობის საკითხი. განსახილველ საკითხებს შორის იყო რუსეთის მზარდი მილიტარისტული პოლიტიკა და მომდინარე საფრთხეები.