ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები გოჩა ფუტკარაძე და სალიხ შაინიძე, რომლებიც ხელს აწერენ დავით მამისეიშვილის მხარდამჭერ განცხადებას, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს დამოუკიდებელი არიან და ზეწოლის ფაქტებს გამორიცხავენ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10-მა მოსამართლემ განცხადება 26 თებერვალს გაავრცელა, მასში აღნიშნულია, რომ ირაკლი შავაძის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები სიცრუის ტირაჟირებაა.