“პატარა ქვეყანა”-ლაშა ბუღააძის წიგნის  პრეზენტაცია ბათუმში

05 მარტი 2018, 00:00 2809 ნახვა

“პატარა ქვეყანა” - ლაშა ბუღაძის ახალი რომანის, პრეზენტაცია გაიმართა ბათუმში. გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”  მკითხველებს წიგნი თავად ავტორმა გააცნო. რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და მასში მოთხრობილია ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია 90 -იანი წლების დასაწყისიდან უახლოეს პერიოდამდე.

რომანი ცვლილებების, ილუზიების და შიშების შესახებაა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ჩვენი ქვეყნის გამოყოფას და დამოუკიდებლობის მოპოვებას ეხება. წიგნის შეძენა მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

ამავე კატეგორიაში