პრემიერის განცხადება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით

04 მარტი 2018, 00:00 2027 ნახვა

პრემიერ-მინისტრი გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან და დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით განცხადებას მთვარობის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მავთულხლართების იქითა მხარესაც არიან ადამიანები, ვისთვისაც სულერთი არ არის თუნდაც ერთობლივი ცხოვრების ის ისტორია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ასევე, წამს, რომ ყველა მხარეს, არსებობს რაციონალური ძალა, რომელსაც ჯერა მშვიდობისა და თანამშრომლობის.

პრემიერი გასავლელ ურთულეს გზაზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმითაც ერთად უნდა გავიაროთ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ კიდევ ერთხელ, ჩვენს, თუნდაც სამართლიან ემოციებს და აგრესიას მივცემთ საშუალებას, საბოლოოდ ან დიდი ხნით გადავავადოთ ერის გამთლიანების პროცესი. ის ასევე ამბობს, რომ მთავრობის ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში და ოჯახს საშუალება ექნება დაღუპული მიწას მიაბაროს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი