არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმე

28 თებერვალი 2018, 00:00 1872 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საგანგებო შეხვედრა გამართა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს ემსხვერპლა – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ქართული მხარის მოთხოვნებზე. არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დღეს საქართველოს უცხოელი პარტნიონები გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში განაცხადის შეტანას მოითხოვენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი