ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი

03 ივლისი 2016, 00:00 2713 ნახვა

ბათუმი, მე-2 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს. ჩემპიონატი - ,,ბათუმის მერიის თასი" ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და მასში 11 ქვეყნის 350-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ეტაპად, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 43 ათას 650 ლარია. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები პრიზებით დაჯილდოვდებიან. ტურნირის ორგანიზატორები ბათუმის მერია, საჭადრაკო კლუბი ნონა" და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაა. 

ამავე კატეგორიაში