მუზეუმების განვითარების მიზნით აჭარის განათლების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თბილისის ეროვნული მუზეუმის დირექტორს აჭარის განათლების მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში სპეციალური საბჭოს შექმნა დაიგეგმა, რომელიც მომავალში კულტურული მემკვიდრეობის ირგვლივ შექმნილ გამოწვევებზე იმუშავებს.