“სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” -კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის სემინარები დაიწყო. პარალელურად, შესაძლებელია კონკურსში ჩასართავად განცხადებების შეტანა.
მიზანი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სოციალური მეწარმეობის განვითარებაში სტუდენტების აქტიური ჩართვაა. ევროკავშირის დაფინანსებით და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, პროექტი 6 წელია ხორციელდება, ბოლო ორი წელია კი მასში, ბათუმიც ჩაერთო.