ღია კონკურსი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის შესარჩევად

24 თებერვალი 2018, 00:00 1648 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მეურვეობის კანდიდატობის მსურველობისთვის  შესარჩევი კონკურსის ბოლო ვადა  3 მარტს იწურება.  საკონკურსო კომისიამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევად სამჯერ მეტი კანდიდატი ანუ ჯამში, 12-კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

თორმეტი კანდიდატიდან პარლამენტს ერთს სახალხო დამცველი წარუდგენს, ერთს - აჭარის უმაღლესი საბჭო, ერთს - საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო ერთს - უმრავლესობის გარეთ მყოფ დეპუტატთა ერთი მეოთხედი.

პარლამენტმა 87 ხმით სამეურვეო საბჭოში მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმრავლესობასთან, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი