საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 4 წევრის- კანდიდატურის შესარჩევად, ღია კონკურსი გამოცხადდა. ბორდის წევრების შესარჩევად სპეციალური კომისია იმუშავებს. კომისია დღეს დაკომპლექტდება. პარლამენტში ბიუროს სხდომა ამ წუთებში იწყება.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კომისიის წევრობის კანდიდატად ერმილე მესხია წარადგინა, რომელიც ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, სულხან სალაძემ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საკუთარი განცხადებით პარლამენტს 2018 წლის 9 თებერვალს მიმართა.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გრიგოლ გოგელიასა და წევრებს, გიორგი კოხრეიძეს და მარინა მუსხელიშვილს 2018 წლის 17 აპრილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.