“ნაციონალური მოძრაობა” ტურიზმის დეპარტმენტს კორუფციაში, ეს უწყება კი ოპოზიციურ პარტიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. საუბარია 2017 წელს საერთაშორისო სარეკლამო კომპანიებთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ტურიზმის დეპარტამენტმა საბორტო ჟურნალებში აჭარის შესახებ სარეკლამო მასალის განთავსებაში 30 ათასი ამერიკული დოლარი გადაიხადა.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა, ამის დასტურად ლაშა ადამიამ ბრიფინგზე ხელშეკრულება და კომპანია “სქაილაინის” ვებ-გვერდიდან ამოღებული მასალა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც სარეკლამო მასალა ჟურნალში მხოლოდ თბილისის შესახებ არის განთავსებული და აჭარა ნახსენები არც ერთ გვერდზე არ არის. ტურიზმის დეპარტამენტმა არგუმენტად სამივე ჟურნალი წარმოადგინა, რომელშიც ხელშეკრულების მიხედვით, აჭარის ტურისტულ პოტენციალზე რეკლამა განთავსებულია.