ვანდალიზმის ფაქტი ბათუმის ცენტრალურ პარკში

21 თებერვალი 2018, 00:00 1977 ნახვა

ბ​ათუმის ცენტრალურ პარკში, გუშინ, გვიან ღამით, ხის სკამები და ურნები დააზიანეს. პარკის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს. დაკავებული, სავარაუდოდ თურქეთის მოქალაქეა, რომელიც თვითმხილველების თქმით ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტერიტორია უკვე დაასუფთავეს. ზარალი დიდი არ არის.

ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, მსგავსი ფაქტები პარკში ხშირად არ ხდება, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ვანდალიზმის პირველი შემთხვევაა.

ცენტრალურ პარკს 24 საათის განმავლობაში დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი