აჭარაში არსებული 229 სკოლიდან 141-ს მოვალეობის შემსრულებელი მართავს

20 თებერვალი 2018, 00:00 2639 ნახვა

აჭარაში არსებული 229 სკოლიდან 141-ს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ზოგადად მსგავს პრაქტიკას აკრიტიკებს განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი. იგი ამბობს, რომ დანიშნული დირექტორების შემთხვევაში სკოლა არაა დამოუკიდებელი, რადგან მენეჯერი არა სკოლის, არამედ იმის წინაშე ხდება ანგარიშვალდებული ვინც იგი დანიშნა.

აჭარის  განათლების სამინისტროში არსებულ რეალობას კონკურსგავლილი მენეჯერების დეფიციტით ხსნიან. ინგა შამილიშვილი ირწმუნება რომ მოვალეობის შემსრულებლებსა და არჩეულ დირექტორებს თანაბარი უფლებები აქვთ.

განათლების შესახებ კანონის თანახმად, მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, არჩეული დირექტორის გადაყენების უფლება კი სკოლაში არსებულ სამეურვეო საბჭოს წევრებს აქვთ.

თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც, მაგალითად ისეთი როგორიც ბათუმის პირველი სკოლის ამბავია, საბჭოს წინააღმდეგობის მიუხედავად, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა ცენტრალურ სამინისტროსთან კომუნიკაციით საბოლოოდ მოახერხა დირექტორის გადაყენება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი