გრძელდება აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

20 თებერვალი 2018, 00:00 1870 ნახვა

გრძელდება აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში. სხვადსხვა ასაკობრივ კატეგორიაში 9 დღის განმავლობაში ერთმანეთს 7, 8, 12 და 16 წლის გოგონები და ბიჭები დაუპირისპირდებიან. ტურნირზე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოსა და ბათუმის 100 სპორტსმენი ასპარეზობს.


ფინალური შეხვედრები 23 თებერვალს გაიმართება. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან, რომელიც თბილისში მაიში ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში