ქვათაცვენის პრობლემა სოფელ ჩაოში

20 თებერვალი 2018, 00:00 2867 ნახვა

სოფელ ჩაოში ქვათაცვენის გამო საავტომობილო გზაზე გადაადგილება ფერხდება. პროცესები საფრთხეს უქმნის, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორიას ჩამოშლილი ლოდებისგან პერიოდულად ასუფთავებენ, თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათაცვენა ხშირია.

სოფელ ჩაოში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ეროზიული პროცესების გამო ოჯახების ნაწილი წლების წინ, უსაფრთხო ტერიტორიებზე გაასახლეს, თუმცა ისინი მოგვიანებით მაინც ხულოში, ძველ სახლებში დაბრუნდნენ.

სოფელში ძლიერი წვიმის დროს, მეწყრული პროცესებიც ხშირად ვითარდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში