ჯავახეთში მცხოვრები სომხეთის მიქალაქეები მთის კანონით სარგებლობას ითხოვენ

19 თებერვალი 2018, 00:00 2044 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა მსჯელობა საქმეზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარე მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობას ითხოვს.

მოსარჩელეები სომხეთის მოქალაქეები არიან, შეღავათები კი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. მოსარჩელეების ადვოკატის გიორგი გოცირიძის განცხადებით ისინი მუდმივად ცხოვრობენ ჯავახეთში, საქართველოში, იხდიან გადასახადებს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ვერ სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათებით, რის გამოც იმყოფებიან დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, კი სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების მიმართ აქვს და ვერ ექნება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი მოსარჩელეებს ურჩევს, თუკი ჯავახეთში მუდმივად ცხოვრობენ მათ შეუძლიათ ნატურალიზებით მიიღონ მოქალაქეობა და ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით, რაც საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება. ამ შემთხვევაში მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუხდებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი