ხვალიდან #12 და #16 მუნიციპალური ავტობუსების ბოლო გაჩერება თბილისის მოედანი იქნება

19 თებერვალი 2018, 00:00 2111 ნახვა

ბათუმში ესტაკადის მშენებლობის გამო, მესამე დღეა მძღოლებს შეცვლილი სატრანსპორტო სქემით უწევთ გადაადგილება.

ბაქოს ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით 20 თებერვლიდან,  შეცვლილი მოძრაობის გრაფიკის მიხედვით, #12 და #16 მუნიციპალური ავტობუსების ბოლო გაჩერება, თბილისის მოედანი იქნება.

‘’ახალი სქემით მიხედვით, ბონი-გოროდოკის, თამარის დასახლებისა და მახინჯაურის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი შავშეთის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების გავლით გადაადგილდება.

ქალაქის ცენტრისკენ მუნიციპალური ტრანსპორტი კი, თამარ მეფის გამზირისა და ბაქოს ქუჩის გავლით იმოძრავებს.

მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა ცალმხრივია გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით’’ - წერია განცხადებაში.

შეზღუდვები ესტაკადის მშენებლობის დასრულებისთანავე მოიხსნება. ახალი მარშრუტის გამო საცობები იქნება. მძღოლები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297 ათას 410  ლარი დაიხარჯება. ესტაკადა ბათუმის პორტთან, ზუსტად იმ ადგილას უნდა აიგოს, სადაც წლების წინ ხიდი არსებობდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი