ყაჩაღობა ურეხში და გახშირებული ქურდობა ბათუმში – ვარშანიძის ქუჩაზე კერძო სახლში მცხოვრები კაცი დააყაჩაღეს, დაზარალებული დაშავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გამოძიებაა ასევე დაწყებული ბათუმში მრავალბინიან კორპუსს “მაგნოლიაში” მომხდარი ქურდობების ფაქტზე.