აქცია ბათუმსა და თბილისში – აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე, მოქალაქეებმა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და გამკაცრება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
“სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას!'' - ეს არის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას მიმართავენ. სტატისტიკა საგანგაშოა - ბოლო 6 წელიწადში საქართველოში სამუშაოს შესრულების დროს 1209 ადამიანი დაიღუპა.