სამართალდამცველებმა შველი გადაარჩინეს

01 ივლისი 2016, 00:00 3537 ნახვა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოფელ პირველი მაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირას, ადიდებულ მდინარეში შველი შენიშნეს, რომელიც წყლიდან ვეღარ გამოდიოდა და დახმარება სჭირდებოდა. სამართალდამცველებმა ცხოველი ადგილობრივ ვეტერინართან მიიყვანეს. შველი დაშავებული არ იყო და ტყეში გაუშვეს.

ამავე კატეგორიაში