მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

12 თებერვალი 2018, 00:00 3573 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია, უკრაინულმა მედიამ მის მხარდამჭერ სერგეი გაიდაიზე დაყრდნობით გაავრცელა. გაიდაის თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი კიევის ცენტრში რესტორან ,,სულგუნში", ადგილობრივი დროით 15 საათზე ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. პოლიტტექნოლოგმა ისიც დასძინა, რომ ფაქტის დაფიქსირება რესტორნის ვიზიტორებმა 8 წამის განმავლობაში მოახერხეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავების შესახებ ინფორმაცია დავით საყვარელიძემაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილი კიევში დეკემბრის თვეში ერთხელ უკვე დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით ის სასამართლომ სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. პოლიტიკოსის დაკავების მცდელობის შესახებ 9 თებერვალს დეპუტატმა იური ლუცენკომ განაცხადა. მანამდე, პარტიის ახალი ძალების მოძრაობა უკრაინის პროკურატურაში არ გამოცხადდა.

პოლიტიკოსი უწყებაში საექსტრადიციო შემოწმებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 12 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 11 საათზე იყო დაბარებული. საქართველოს ექს-პრეზიდენტის ადვოკატის განცხადებით, ისინი საექტრადიციო შემოწმების წინააღმდეგები არიან და მას უკანონოდ მიიჩევენ.. შეგახსენებთ, რომ უკრაინამ საქართველოსგან ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი