საკადრო გადაწყვეტილების მოლოდინში

10 თებერვალი 2018, 00:00 2121 ნახვა

შუახევის ყოფილი გამგებელი ტარიელ ებრალიძე შესაძლოა აჭარის განათლების ფონდის ხელმძღვანელი გახდეს. ინფორმაციას “მთავართან” საუბარში ტარიელ  ებრალიძე ადასტურებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებს.

ამბობს, რომ  შეთავაზება  მიიღო, მაგრამ საკადრო გადაწყვეტილების შესახებ დაზუსტებით  არაფერი  იცის.  აჭარის განათლების ფონდის მოქმედი ხელმძღვანელი ირაკლი თავბერიძე აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ მოიაზრება.

ახალ  პოზიციაზე დანიშვნის თაობაზე კონსულტაციებს ირაკლი თავბერიძეც ადასტურებს. ინგა შამილიშვილის უწყებაში კი  მინისტრის  ახალი მოადგილის  შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.   განათლების სამინისტროში მოსალოდნელ საკადრო  ცვლილებებთან  დაკავშირებით ინფორმაცია გაზეთი “ბათუმელები” გაავრცელეს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი