დასაქმებულთა შრომითი უფლებები - ეფექტიანობის აუდუტის ანგარიში

07 თებერვალი 2018, 00:00 2881 ნახვა

დღესდღეობით სახელმწიფოს 180 ლარიანი პენსიის გაცემა დაახლოებით მილიარდ 50 მილიონი ლარი უჯდება. კვლევების თანახმად 2030 წლისთვის პენსიონერთა რიცხვი მილიონს მიაღწევს. ახლა 700 ათასს აჭარბებს.

შესაბამისად ბიუჯეტზე წნეხიც გაიზრდება. საპენსიო რეფორმის გატარების აუცილებლობაზე არავინ დაობს, თუმცა ერთ-ერთ შემაფერხებელ ნაწილად უმუშევართა დიდ რაოდენობასაც ასახელებენ.

მართალია რიცხვი 2015 წელთან შედარებით 2016-ში შემცირდა და ზოგადად ბოლო 13 წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაიდო, თუმცა ფაქტია, რომ დასაქმებულებს შორის დიდი წილი თვითდასაქმებულებზე მოდის, რომლებშიც საკუთარ მიწაზე მომუშავე ფერმერები და დიასახლისებიც კი შედიან. 

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც ხელფასს იღებენ, ისინი საჯარო და კერძო სექტორში მუშაობენ – ამ მიმართულებით შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობა შეამოწმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

უწყებას დასკვნაში მითითებული აქვს, რომ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ურთიერთობებში ინტერესთა ბალანსის შენარჩუნებას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს, თუმცა დღესდღეობით აღნიშნული ბალანსი დამსაქმებლის სასარგებლოდ არის დარღვეული.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რასაც აუდიტმა რამდენიმე გვერდი დაუთმო შრომის ინსპექციაა – არსებული მცირე უფლებები, ნაკლოვანებები და ის უფლება-მოვალეობები, რასაც უნდა ფარავდეს შრომის ინსპექტორი, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში 2018-2020 წლებში ევროკავშირის 8 დირექტივა უნდა აისახოს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი