საკანონმდებლო პაკეტი მანდატურის სამსახურის რეფორმირების შესახებ

05 თებერვალი 2018, 00:00 2510 ნახვა

სკოლებში უსაფრთხოების მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა სავალდებულო გახდება. მათ ადმინისტრირებას კი მანდატურის სამსახური განახორციელებს, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნება არა სკოლის დირექტორის, არამედ მანდატურის სამსახურის უფროსის მიერ.

გაღრმავდება მანდატურსა და საპატრულო პოლიციას შორის თანამშრომლობა, გაძლიერდება პატრულირება სკოლის პერიმეტრზე, ამოქმედდება ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი - ამ საკითხებს ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მანდატურების სამსახურის რეფორმირებას ითვალისწინებს და პარლამენტს წარედგინება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში