ირანის ელჩი აჭარის უმაღლეს საბჭოში

03 თებერვალი 2018, 00:00 1745 ნახვა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძეც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს, ყურადღება გამახვილდა რეგიონალური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობის, სატრანსპორტო გადაზიდვების, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე.

სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა დავით გაბაიძე 11 თებერვალს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე მიიწვია. მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი