ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს

30 იანვარი 2018, 00:00 2646 ნახვა

საოჯახო კლინიკები და ამბულატორიები – ამ ტიპის სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი ვაქცინაცია. როგორც მინისტრმა თქვა ვაქცინა უალტერნატივო გამოსავალია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს, ან მიაკითხოს ტერიტორიის მიხედვით მიკუთვნებულ პოლიკლინიკას.

ვაქცინა უფასოა 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის. თუ არ გახსოვთ გაქვთ თუ არა გაკეთებული აცრა ბავშვობაში და თუ ვერ პოულობთ ისტორიას, ჩანაწერს, ანუ ვერ აზუსტებთ ამ ინფორმაციას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აცრის გაკეთებისკენ მოგიწოდებთ, რადგან მედიკამენტს არ აქვს უკუჩვენება.

ვისაც ერთხელ უკვე ჰქონდა წითელას ვირუსი, იგი დიდი ალბათობით მეტჯერ აღარ დაავადდება. რაც შეეხება 1 წლამდე მოზარდებს ისინი მშობლებმა უბრალოდ მაქსიმალურად უნდა მოარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ანუ ისეთ ადგილებს სადაც უფრო მაღალია დაავადების გადადების რისკი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი