შარშან, 8 სექტემბერს, კომპანია „მეტრო ბეტონის“ კუთვნილ, ახალ ბულვართან მდებარე მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას მოითხოვენ. ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობაზე დაღუპული მუშების სიცოცხლე 100 ათას დოლარად იყო დაზღვეული. სადაზღვევო პაკეტი სადაზღვევო კომპანია „უნისონისგან“ სამშენებლო კომპანიას ქონდა შეძენილი.
სადაზღვევო კომპანიაში თანხის გახდაზე უარს ამბობენ. "უნისონში" აცხადებენ, რომ "მეტრო ბეტონმა" ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ დროულად არ გადაიხადა თანხა, რის გამოც ხელშეკრულება შეწყდა.
კომპანია „მეტრო ბეტონში“ აცხადებენ, რომ მათ „უნისონთან“ დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებით. აღნიშნული ხელშეკრულება დღესაც მოქმედებს და თანხის დაგვიანებით ჩარიცხვა არ მომხდარა.
„უნისონთან“ საკმაოდ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ, ახლანდელი ფაქტი სადაზღვეო შემთხვევას უკავშირდება. „უნისონს“ აქვს გარკვეული პრეტენზიები, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმებით. თუ შეთანხმება ვერ შედგა, საქმეს გაგრძელება მოყვება სასამართლოში“ - აცხადებენ სამშენებლო კომპანიაში.
სასამართლოში ჩივილს დაღუპული მუშების ოჯახის წევრებიც აპირებენ.