მეოდხედფინალის მეორე შეხვედრა კონტინენტის ფარზე

20 იანვარი 2018, 00:00 1906 ნახვა

დღეს ევროპული რაგბის კონტინენტის ფარზე, „ბათუმი“ მეოდხედფინალის მეორე შეხვედრას “ტიმიშოარა-სარასენსთან“ გამართავს. პლეი - ოფში გუნდების პირველი მატჩი  ბათუმის „რაგბი-არენაზე“ რუმინელთა გამარჯვებით 6:11 დასრულდა, ბათუმელებს გასვლით შეხვედრაში მეტოქე 5 ქულიანი უპირატესობით დახვდება.

მატჩი ქალაქ კლუჟში, საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება.  ბათუმელთა შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა, კვაჭი ბექა მამრიკიშვილი, რომელიც გასულ შაბათს მარქაფაში იყო ძირითადში დაწინაურდა, ხოლო გიორგი თედორაძემ თადარიგში გადაინაცვლა. კონტინენტის ფარის მეორე ნახევარფინალში რუსული კლუბები - "ენისეი" და "კრასნი იარი" ითამაშებენ, რომლებიც ამ სეზონში ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობენ. ორ რაუნდიანი ნახევარფინალები აპრილში გაიმართება და ორი ფინალისტი მომავალი სეზონის ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს.

ამავე კატეგორიაში