ტრენინგი - “ადამიანური რესურსების მართვა და ინფექციის კონტროლი “

20 იანვარი 2018, 00:00 2653 ნახვა

ადამიანური რესურსების მართვა და ინფექციის კონტროლის სისტემის ფუნქციონირება - ამ მიმართულებით ბათუმში, კერძო სექტორში საკადრო უზრუნველყოფის სამსახურში დასაქმებულები და  მედიკოსები გადამზადდებიან. სამ დღიანი სწავლების კურსი ბათუმის  საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ - ცენტრის ერთობლივი პროექტის   ნაწილია.

ექიმებს ინფექციის კონტროლის სისტემის შესახებ  მარინა ბაიდაური ესაუბრა. ექიმ ეპიდემიოლოგმა მედიკოსებს ის რეგულაციები გააცნო, რომელთა დაცვასაც  მათ 2018 წლიდან  კანონმდებლობა ავალდებულებს. ბათუმის  საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის  ორგანიზებით სალექციო კურსი პიარ – მარკეტინგის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის საკითხებშიც ჩატარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი