ე.წ. სამხრეთ ოსეთში დუდაევი მოკლეს

17 იანვარი 2018, 00:00 2336 ნახვა

ოკუპირებულ ცხინვალში მარეკ დუდაევი მოკლეს. მკვლელობა დუდაევის სოფელ არცევში მოხდა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს.

დამნაშავე მკვლელობის ადგილიდან მიიმალა. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

2005 წელს თბილისის სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მოგვიანებით მას ამნისტიის მუხლები შეეხო და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი