შს მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

12 იანვარი 2018, 00:00 1661 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი