საგამოძიებო ჯგუფის ანგარიში

29 ივნისი 2016, 00:00 3195 ნახვა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულმა საგამოძიებო ჯგუფმა თავდაცვის მინისტრს ანგარიში ჩააბარა. ჯგუფის წევრებმა მინისტრს ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გააცნეს. მათი თქმით, სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა, ფოტოსურათებით ამოცნობა და ჩვენების ადგილზე შემოწმება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და პროკურატურის გამომძიებლების თანდასწრებით განხორციელდა.  თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ბანგიში მოპოვებული მასალების სამართლებრივი შეფასების შედეგად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში