სავარაუდოდ 2 კვირაში გადაწყდება ახვლედიანის 12 ნომერში, აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების საკითხი. უფრო კონკრეტულად კი გაირკვევა დათანხმდებიან თუ არა ოჯახები მერიის შეთავაზებას. ისინი დღეს ლაშა კომახიძეს შეხვდნენ.
დაზარალებულების სურვილია, საცხოვრებლები იმავე ტერიტორიაზე გადაეცეთ, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ, ინვესტორის დაინტერესება გართულდა, ამასთან სამ სართულზე, მაღალი კორპუსის აშენების წინააღმდეგი არიან მეზობლებიც. თვითმმართველობა დაზარალებულებს ორ ვარიანტს სთავაზობს, ორივე ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზეა.