მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც გვიან ღამე 19 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაათვალიერეს ერთ-ერთი სახლი, რომელიც დაახლოებით 55 წლის ქალზე იყო მიქირავებული.
სახლიდან პოლიციელებმა სხვადასხვა ნივთები ამოიღეს, თავად საცხოვრებელი კი დალუქეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.