შობა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღამით ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია შესრულდა. ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.
დღესასწაული იზეიმეს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებში. სამების საკათედრო ტაძარში კი კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მეორმოცე საშობაო ლიტურგია აღავლინა და სრულიად საქართველო დალოცა.