უკვე საუკუნეებია საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. მივიწყებული ტრადიცია 2000 წელს პატრიარქის ინიციატივით აღდგა.
ბათუმში ალილოს მსვლელობა ცოტა ხანში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყება და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში დასრულდება სადაც სასულიერო პირები დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.