პიროვნებათშორისი კონფლიქტის თავისებურებები, ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციაში, კულტურა და კომუნიკაცია - ამ მიმართულებით ბათუმში დასაქმებული მეეზოვეები გადამზადნენ.
2 თვის განმავლობაში მათ ტრენინგები დემოკრატიის ინსტიტუტში უტარდებოდათ. ორგანიზაციამ დღეს გადამზადებულ მეეზოვეებს სერთიფიკატები გადასცა. გადამზადების პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა.