ბათუმის “დინამოს” მერიასთან კონტრაქტი 1 იანვარს ეწურება

28 დეკემბერი 2017, 00:00 2603 ნახვა

“ბათუმის დინამოს” მენეჯმენტისა და კლუბში დარჩენილი ფეხბურთელების ხელშეკრულებების ვადა 31 დეკემბერს იწურება. გავრცელებული ინფორმაციით ოთარ ფედიჩკინს ახალ კონტრაქტს აღარ გაუფორმებენ. იგი კლუბს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს.

ამ ხნის განმავლობაში იყო წარმატებებიც, თუმცა 2017 წელს დინამო ეროვნული ლიგა 2-ში დაქვეითდა. პარალელურად განიხილება კლუბის განკერძოების საკითხი.

ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს კლუბის გაყიდვას დინამოს სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძეც. ცვლილებები ჯერ-ჯერობით არ იგეგმება ქობულეთის “შუქურასა” და ხელვაჩაურის “მაჭახელაში.” აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგიდან წელს ქობულეთის გუნდიც გავარდა. 

ამავე კატეგორიაში