მაჟორიტარი დეპუტატის საანგარიშო შეხვედრა

25 დეკემბერი 2017, 00:00 2962 ნახვა

ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ილია ნაკაშიძემ, მოსახლეობას საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მოსახლეობა მიწის დაკანონების საკითხითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა, რაც ძირითადად რეგიონის ხელისუფლებისა და თვითმმართველობის კომპეტენციაა, თუმცა მაჟიროტარი დეპუტატი მათ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.

საანგარიშო შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ მუნიციპალიტეტში დასაქმებულებიც და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრა ენ დი აი-ს თანაორგანიზატორობით ჩატარდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი