თამარის დასახლებაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დაკავებულია

24 დეკემბერი 2017, 00:00 2258 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე 35 წლამდე ასაკის კაცია. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ  დაჭრილი მამა- შვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტები ბინაზე გუშინ 23:00 საათისთვის გაწერეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მომხდარიდან რამდენიმე წუთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მამა- შვილს  გულმკერდის, მუცლისა და ბარძაყის მიდამოებში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში სამინისტროში  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 9 დან 13 წლამდე ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი